вторник, 3 мая 2011 г.

,,გალაქტიონი”

1.პროექტის სახელი: ,,გალაქტიონი”

2.პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები გაეცნობიან პოეტის ცხოვრებას, მის შემოქმედებას.

3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან გალაქტიონის პირად ცხოვრებას, მის შემოქმედებას. მოიძიებენ გალაქტიონის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს, ნახავენ პოეტზე შექმნილ დოკუმენტურ ფილმებს, მოისმენენ მის მიერ წაკითხული ლექსების ფონოგრამებს, გააკეთებენ პოეტის ხელით შესრულებული ნახატების გამოფენას
ისწავლიან მის ლექსებს, მოიძიებენ პოეტის მოგონებებს,  თანამედროვეთა  წერილებს გალაქტიონზე. ასევე შეაგროვებენ მის მოგონებებს, ჩანაწერებს, დღიურებს, პირად წერილებს. მოეწყობა პოეტისადმი მიძღვნილი  გამოფენა.

4.მონაწილეთა  ასაკი:11-12-13/ კლასები– მეექვსე და მეშვიდე

5.ვადები/ხანგრძლივობა: 9თვე.

:6. პროექტის მიზნები: გალაქტიონ ტაბიძის გააზრებულად შესწავლა და ჯგუფური მუშაობით ვრცელი და საინტერესო მასალის მოძიება, პრეზენტაცია.

7.მოსალოდნელი შედეგები: სხვა ბავშვების დაინტერესება მისი შემოქმედებისადმი. მოსწავლეებმა შეიძლება გააკეთონ ალბომი, ბუკლეტი, ჩანახატები, ესეები,შექმნან ვებ-გვერდი, შესძლებენ კვლევა_ძიების უნარების გამომუშავებას. უფრო კარგად გაეცნობიან პოეტის შემოქმედებას და შესძლებენ მის გადმოცემას. ჩამოუყალიბდებათ ჯგუფურად მუშაობის უნარები.

8.პროექტის საჭირო რესურსები: ისტ ტექნოლოგიების გამოყენება,ინტერნეტით მასალების მოძიება.

9.კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან/საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან.
ლიტერატურაში-განუვითარებს: კითხვას, მოსმენას, საუბარს, მსჯელობის უნარს
.
ხელოვნებაში-პოეტის ნაწარმოებების ნახატებით გადმოცემას, მუსიკალური კომპოზიციების მოსმენას.

ისტ. ტექნოლოგიებში-ინტერ.მასალების მოძიება, ატვირთვა და ვებ-გვერდების შექმნა.

10.პროექტის ხელმძღვანელი: ნანა ნიკოლაშვილი

11.ელ.ფოსტა:nana.nanalevani.nikolashvili7

четверг, 28 апреля 2011 г.

ცხოვრება მშვენიერია....

უფლის მიერ შექმნილო ადამიანო, რატომ მოინდომე ამ სამყაროში შენი ძალაუფლების რეკლამირება? ნუთუ გგონია, რომ მართლა უძლიერესი ხარ და ყოვლის შემძლე, რომ შენ განაგებ და მართავ ყველაფერს? ცარიელია უშენოდ ეს ქვეყნიერება, მაგრამ არც შენი ყოფნა გაძლევს იმის უფლებას, რომ იბატონო! დატკბი იმით რაც გაქვს და შეჩერდი, სანამ არ არის გვიან.... ცხოვრება ყველაფერთaნ   და ყველასთნ ერთდ   მშვენიერია...ხედავ, ეს მინდვრის ყვავილებია. ამაყად დგანან, ალბათ იმიტომ რომ ტკბებეიან ღმერთისგან ბოძებულით და არ ერევიან უფლისგან შექმნილი სამყაროს წრებრუნვაში.